სასტუმროს ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი Atrium Boutique Hotel
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
სასტუმრო "Atrium Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა.
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები, ასევე მოქმედებს რამოდენიმე სახის საბონუსე სისტემა. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარები:
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფად რეაგირების უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info.hotelatrium@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:+995 551 20 02 93 გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მიმღები ადმინისტრატორი"