კომპანია ელიტ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
- ენერგიულობა და აქტიურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა
- მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;
ძირითადი მოვალეობები:
- აღრიცხვის პროგრამა "FINA, Oris" -ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საქონლის რეალიზაციის და მომსახურების ან დაბრუნებების გაფორმება;
- სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი;
- პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი;
- ელ. ზედნადებებისა და ფაქტურების გამოწერა;
- სალარო მომსახურების გაწევა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით
- თვის/წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის გათვალისწინებით.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი : სოფ. წიწამური, თანამშრომლებს ტრანსპორტირებისთვის ემსახურებათ კომპანიის ავტომობილები.
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
გისურვებთ წარმატებას!