ფინანსური ანალიტიკოსი
თარიღები: 05 თებ - 19 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსური ანალიტიკოსი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: zantelidze@elitemotors.ge
კომპანია ელიტ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე 
 
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება: 
  •  უმაღლესი განათლება ფინანსებში ან მონათესავე სფეროში; 
  • მინიმუმ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე (მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა) პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • გამართული მეტყველების უნარი; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი; 
  • ენერგიულობა და აქტიურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა ; 
  • მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა; 
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ფინანსური მონაცემების დამუშავება: შემოსავლები და დანახარჯები; 
  • საკრედიტო მოთხოვნისთვის ინფორმაციის მომზადება, ინფორმაციის წარდგენა, პერიოდულობით ინფორმაციის განახლება, ინფორმაციის გამოთხოვა; 
  • ფინანსური უწყისების მომზადება (ყოველთვიურად, კვარტალურად და წლიურად): ბალანსი, გაუნაწილებელი მოგების უწყისი, ფულადი სახსრები მოძრაობის უწყისი, მოგება/ზარალის უწყისი; 
  • ახალი პროექტის ფინანსური რენტაბელობის ანალიზი; 
  • კომპანიის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის და მისი საქმიანობის შედეგების ანალიზი; 
  • პროექტის და/ან ობიექტის ფინანსური მდგომარეობის შეფასება; 
  • ფინანსური საკითხების ადმინისტრირება. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო ადგილი : სოფ. წიწამური, თანამშრომლებს ტრანსპორტირებისთვის ემსახურებათ კომპანიის ავტომობილები. 
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge  გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. 
 
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს. 
 
გისურვებთ წარმატებას!