სასტუმრო ibis Tbilisi Airport, ვაცხადებთ ვაკანსიას პოზიციაზე: რეცეფციონისტი
მთავარი მოვალეობები:
- შეძლებისდაგვარად გაყიდოს სასტუმროს მაღალი კატეგორიის ნომრები შემოსავლების გაზრდის მიზნით.
- საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს, გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ჯავშნებში, შემოსული სატელეფონო ზარისა თუ სასტუმროში მოსული სტუმრის მოთხოვნის საფუძველზე.
- გაიღიმოს გულწრფელად.
- დაამყაროს მზერითი კონტაქტი.
- მიესალმოს და შეხვდეს სასტუმროში შემოსულ ყველა სტუმარს.
- დამატებითი ყურადღება მიაქციოს დეტალებს.
- იყოს შედეგზე ორიენტირებული.
- საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს დაკისრებულ მოვალეობებზე უფრო მეტი.
- შეასრულოს სხვა დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის დაათვალიერებინოს სტუმრებს ნომრები, შესთავაზოს კონსიერჟის მომსახურება, დააკმაყოფილოს განსაკუთრებული სტუმრების მოთხოვნები და ა.შ.
- შეატყობინოს დაცვას ქურდობის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ.
- იყოს ფოკუსირებული კომპანიის «ბრენდ სტანდარტებზე» და მათ დაცვაზე.
ენები:
- ქართული და ინგლისური ენის „advance: დონეზე ფლობა, ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
- ძრითადი კომპიუტერული უნარები (Microsoft Word, Excel, PowerPoint, PMS).
- კარგი კომუნიკაციური უნარები
- პასუხისმგებლიანობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hc0v0@accor.com