ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
- პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე.
- პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
- დამფინანსებელი ორგანიზაციის დაუყოვნებელი ინფორმირება შეტყობინების ბარათის შესაბამისად;
- სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
- მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
- პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
- სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებული და მოწესრიგებული;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
- დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@pineo.ge .
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.