ექთანი
თარიღები: 22 იან - 19 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამედიცინო:  მედდა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@pineo.ge
შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე:მოზრდილთა რეანიმაციის განყოფილებაში

მორიგე ექთანი- სამუშაო გრაფიკი 16 სთ მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს, ანაზღაურება - ხელზე ასაღები 6.00 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საექთნო დოკუმენტწარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი/ბებია ქალის/მედდის კვალიფიკაციის დიპლომი;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge .
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 01 ნოემბრამდე,

შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.