რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას მასალების და ინვენტარის ვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ.
- ანაზღაურება: 2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურის ზედამხედველობა;
- კომპანიის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების მოწყობილობების (განათების, გათბობა-გაგრილების, საკანალიზაციო, წყალგაყვანილობის) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების ენერგეტიკის, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის და სხვა სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- შენობა-ნაგებობების შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
- შენობაში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- კომპანიის ბალანსზე რიცხული, ამორტიზებული და ექსპლუატაციისათვის უვარგისი, ჩამოსაწერი ქონების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- კომპანიის ადმინისტრაციული შენობისა და საწყობიდან ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა;
- კომპანიის გამართული მუშაობისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა, მოვლა - შენახვის უზრუნველყოფა;
- სამეურნეო, საკანცელარიო საქონლის დროულად შესყიდვის უზრუნველყოფა და მარაგების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ბუღალტრული პროგრამა APEX - ის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი;
- სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს). მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადის. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ანდა განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Vacancy@reneco.ge