ანაზღაურებადი სტაჟირება - მარკეტინგის სპეციალისტი
თარიღები: 20 იან - 18 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ზოგადი მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@tsiskvili.ge
2002 წლიდან,  „წისქვილი ჯგუფი“ წარმოადგენს სხვადასხვა კონცეპტუალური რესტორნების ქსელს. 
20 წელზე მეტია, ითვლება ყველაზე მდგრად და განვითარებად ბიზნესად ქართულ გასტრონომიულ სფეროში.

ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა კონცეფციის რესტორნებს, მათ შორის: 
  • ეთნო წისქვილი
  • ლუდის მოედანი
  • ღვინის ეზო
  • წისქვილი მცხეთაში
  • წისქვილი ვაკეში
  • წისქვილი წყნეთში
  • წისქვილის „თეატრი“ (სავახშმო თეატრი) – 2022 წლიდან
  • ასევე რითეილის მიმართულებით:  წისქვილი ბაზარს - ვაკეში და ავლაბარში.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მარკეტინგის გუნდში გვაქვს ანაზღაურებადი სტაჟირების 6 თვიანი პროგრამა მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #99
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00. 

სტაჟირების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ:
  • მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • PR მიზნებით სხვადასხვა წამახალისებელი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა / ორგანიზებაში (მონაწილეობა ფესტივალებზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულობა და სხვ.);
  • სოციალური პასუხისმგებლობის  პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში; 
  • სხვა საინტერესო აქტივობებში. 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - მარკეტინგის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • სასურველია მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად.
  • ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის (წერა/მეტყველება) უნარი;
  • სასურველია Microsoft Excel, Power point-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე  hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს!