ლოჯისტიკის მენეჯერი
თარიღები: 20 იან - 18 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@alogistics.ge
შპს "Alliance Logistics" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვადა: 1 თვე 
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი + ბონუსი.
სამუშაო ლოკაცია: ქ თბილისი, საბურთალო. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. „ტიფლის ბიზნეს ცენტრი“ 

დასაქმებულს ვთავაზობთ: 
  • სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო, 
  • პროცესიული ზრდა
  • ფიქსირებული ხელფასის გარდა საბონუსე სისტემა 

ძირითადი მოვალეობები: 
  • შემოსული შეკვეთების დამუშავება, ტრანსპორტირების ფასის დაანგარიშება და მომხმარებლისთვის შეთავაზება, 
  • ტრანსპორტირების სრული ციკლის კონტროლი და დამკვეთებზე ინფორმაციის მიწოდება, 
  • მოქმედ და ახალ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სასურველია, ეკონომიკურ, ან მსგავს სფეროში, 
  • ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ხოლო გადამზიდავ კომპანიაში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად. 
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2, რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე) 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები 
  • დეტალებზე ორიენტირების უნარები 
  • დისციპლინირებულობა 
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@alogistics.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.alogistics.ge მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!