თუ თქვენ გაინტერესებთ ინჟინერია და გსურთ ამ პროფესიას დაეუფლოთ საფუძვლიანად, კომპანია ვეზირი შესაძლებლობას გაძლევთ, დაიწყოთ ტექნიკოსის საფეხურიდან და გახდეთ იმ მიმართულების ინჟინერი, რაც თქვენთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდება მუშაობის პროცესში.
კომპანია ვეზირი ინჟინერიის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ესენია IT, ტელეკომუნიკაცია, ქსელები, პროგრამული უზრუნველყოფა, ხელოვნური ინტელექტი, უსაფრთხოების სისტემები, სახანძრო უსაფრთხოება, ელექტრო ინჟინერია, ჭკვიანი სისტემები და ა.შ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სპეციალობა - ტექნიკური;
- ინგლისური ენა „Intermediate“დონეზე, რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
- სწავლის სურვილი და მოტივაცია;
- ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
- პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საინსტალაციო სამუშაოების ჩატარებას ჩვენი სტანდარტების მიხედვით, დაკაბელებას, ნახაზისწაკითხვას და ა.შ კანდიდატები ისწავლიან ადგილზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების გაყვანა და მონტაჟი;
- დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე) სისტემების ინსტალაცია;
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების მოწყობილობების და კაბელების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ინსტალაცია;
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების კაბელების ტერმინაცია სტანდარტების მიხედვით;
- სქემების გრაფიკული დახაზვა;
- საჭიროებისამებრ ხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა;
- ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტექნიკოსების გუნდის მართვა, ინსტალაციის დროს პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში დროული ინფორმირება PM-ის და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის;
- პროექტის მიხედვით სტრუქტურული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხების და აქსესუარების დიზაინი, ჩამონათვალის გაკეთება;
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: ტექნიკოსის ანაზღაურება ჩვენთან კომბინირებულია შედგება ორი კომპონენტისგან, ფიქსირებული ხელზე მისაღები 1000 ლარი + გამომუშავებითი კომპონენტი, რაც ითვლება წინასწარ თითოეული პროექტისთვის შექმნილი პრეისკურანტით და საშუალებას აძლევს თანამშრომელს მეტი მუშაობის შედეგად გაზარდოს მისი თვიური შემოსავალი საშუალოდ 2000 ლარამდე (თუმცა ზედა ზღვარი არ არსებობს);
- ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა - გოლდი, საოჯახო პაკეტი - საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
- კორპორატიული ნომერი და ულიმუტო სასაუბრო დრო;
- სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, სადაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე იმუშავებს შუალედში 1 საათიანი დასვენების გათვალისწინებით;
- სამუშაო ადგილი: პროექტებიდან გამომდინარე სამუშაო ობიექტი ცვალებადია. რომელ პროექტზეც არის მიმაგრებული ესა თუ ის ტექნიკოსი, იმ მისამართზე ასრულებს სამუშაოებს. შესაძლებელია მოგიწიოთ მივლინებით წასვლა სხვა რეგიონში, პროექტიდან გამომდინარე. ასეთ დროს კომპანია უზრუნველყოფს განთავსებად და ანაზღაურებს სამივლინებო ხარჯებს.
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@veziri.net
კარიერული გზა ტექნიკოსობიდან ინჟინრობამდე - კომპანიის მოქმედი ინჟინრების დიდმა უმრავლესობამ კარიერა ტექნიკოსის პოზიციით დაიწყო. ტექნიკურ სამუშაოებში უშუალოდ ჩართული პირი დეტალურად, პრაქტიკაში სწავლობს ინჟინრებისმიერ შექმნილი სისტემების მონტაჟს, სქემების და ნახაზების გარჩევას და ინჟინრებთან ერთად უშუალოდ არიან ჩართული ცოცხალ სამუშაო პროცესში. ინიციატივიანი და მონდომებული ტექნიკოსები მალევე ხდებიან უფროსი ტექნიკოსები და ზედამხედველობას რამდენიმეკაციან ტექნიკოსთა ჯგუფებს. უფროსი ტექნიკოსობიდან მისთვის საინტერესო მიმართულების უმცროს ინჟინრაც ვამზადებთ თანამშრომლებს სხვადასხვა შიდა და გარე სწავლებების და პრაქტიკული დავალებების გზით. ამის შემდეგ უკვე შესაძლოა დაწინაურება ინჟინრის, სისტემური ინჟინრის, დიზაინ ინჟინრის ან რომელიმე ტექნიკური მიმართულების გუნდის ლიდერადაც კი.