მომხმარებელთა ონლაინ რეგისტრაციის სპეციალისტი
თარიღები: 20 იან - 18 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
საბანკო:  ბანკის კლიენტთა მომსახურება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@silkbank.ge
სს „სილქ  ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას: მომხმარებელთა ონლაინ რეგისტრაციის (ონბორდინგის) სპეციალისტის პოზიციაზე  
სილქ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა. სილქ ბანკის ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი. 
 
შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიური გუნდის ნაწილი! 

ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ: 
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან მუშაობა. 
  • ხარ პასუხისმგებლიანი და შეგიძლია დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობა. 
  • გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია მომხმარებლისთვის რთული პროცესების მარტივად ახსნა. 
  • შეგიძლია პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა ოპერატიულად. 
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და მოგწონს სიახლეები. 
  • სასურველია ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე და კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს საბაზისო დონეზე. 

ძირითადი ფუნქციები: 
  • მომხმარებლების იდენტიფიცირება, რომლებმაც ვერ დაასრულეს რეგისტრაცია აპლიკაციაში. 
  • მათთან კომუნიკაცია და პრობლემის იდენტიფიცირება (ტექნიკური პრობლემა, ინფორმაციის ნაკლებობა და ა.შ.). 
  • კითხვების დასმა (რა იყო რეგისტრაციის მიზანი, რა სირთულეს წააწყდნენ და ა.შ.) და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა. 
  • მიღებული უკუკავშირის დამუშავება და დოკუმენტირება, პროცესების გაუმჯობესების მიზნით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში. 
  • გუნდის წევრებთან და სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა პროცესის გაუმჯობესებისთვის. 

დამატებითი ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა. 
  • სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემო. 
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა. 
მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობა. 

სამუშაო ადგილი: 
თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება. 
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.