დისტანციური ბანკირი

თბილისი სრული განაკვეთი სილქ ბანკი
მივლინება: არა
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას დისტანციური ბანკირის პოზიციაზე გაყიდვების გუნდში.

სილქ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა. სილქ ბანკის ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი. შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიური გუნდის ნაწილი! ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ:
  • შეგიძლია მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე მისთვის შესაბამისი საბანკო პროდუქტის შეთავაზება.
  • ხარ კომუნიკაბელური და დამაჯერებელი, შეგიძლია მარტივად გაარკვიო მომხმარებლის ინტერესები და აუხსნა პროდუქტების უპირატესობები.
  • ხარ მოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული, გსიამოვნებს გაყიდვების პროცესში მონაწილეობა და მიზნების მიღწევა.
  • ხარ პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული, შეგიძლია ეფექტურად მართო შენი სამუშაო დრო.
  • გიყვარს გუნდური მუშაობა, მზად ხარ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის საერთო მიზნის მისაღწევად.
  • ხარ ენერგიული და ინიციატივიანი, გინდა იყო აქტიური მონაწილე საბანკო სფეროს განვითარებაში.

ძირითადი ფუნქციები:
  • ბანკში დადგენილი გაყიდვების წესებისა და სტანდარტების დაცვა – საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ეფექტური შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
  • კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება – მომხმარებლისთვის მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება, მათი მოთხოვნების საფუძველზე.
  • მომხმარებლის სრულად ინფორმირება – საბანკო პროდუქტებისა და მათი უპირატესობების დეტალურად ახსნა.
  • მომხმარებელთა კითხვებზე სწრაფი და ზუსტი პასუხის გაცემა – მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება საბანკო პროდუქტებისა და პირობების შესახებ.
  • CRM სისტემაში მუშაობა – გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების და მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა.
  • გაყიდვების გუნდის მიზნების მიღწევისთვის მუშაობა – ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულების ხელშეწყობა.
  • მომხმარებლის შენიშვნების დაფიქსირება და გათვალისწინება – გაყიდვების პროცესის გაუმჯობესების მიზნით უკუკავშირის შეგროვება და დამუშავება.
  • არსებული საბანკო პროდუქტების სრულყოფილად შესწავლა – მომხმარებლისთვის სრულყოფილი და საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სასიამოვნო სამუშაო გარემო.
შეთანხმების საფუძველზე (კვირაში რამდენიმე დღე) შესაძლებელია ჰიბრიდულად მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.