უფროსი საკრედიტო ექსპერტი

ქუთაისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: საკრედიტო მენეჯერი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე თბილისის სერვისცენტრში, 
ადგილმდებარეობა: ქუთაისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული 

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
  • 5,000,000 ლარამდე საკრედიტო პროექტების დამუშავება
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
  • პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
  • პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
  • გაცემული სესხების მონიტორინგი
  • პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
  • სასესხო პორტფელის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო
  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
  • ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
  • ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • ბიზნეს ურთიერთობების დამყარების უნარი
  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
  • დროის ეფექტური მართვა
  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა,ზრუნვა თვითგანვითარებაზე
  • ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ

სასურველი
  • მაგისტრის ხარისხი საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა
  • გაყიდვების წარმოების უნარი
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული. განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვლამდე. წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.