Alpha DC აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური დოკუმენტაციის მართვა: ინვოისების, ანგარიშგებების და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება და გადამოწმება.
- ანგარიშგებების მომზადება: ფინანსური მენეჯერისთვის აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და განახლება.
- კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია: ფინანსური საკითხების განხილვა და მათი დროული მოგვარება.
- პროექტების ბიუჯეტირების მხარდაჭერა: კომპანიის სხვადასხვა პროექტისთვის ბიუჯეტის შემუშავება და მონიტორინგი.
- შიდა პროცესების ოპტიმიზაცია: ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ან ბუღალტრულ სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება).
- ბუღალტრული და ფინანსური პროგრამების ცოდნა (მაგ., Excel, 1C,)
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.
- დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: 700-750$
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- თანამედროვე ოფისი და სამუშაო პირობები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტპასი
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე Salome.dvalishvili@alphadc.ge-ზე.
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.