“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
“ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ლოჯისტიკის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
- სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
- ლანჩი
ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთის მიღება-გაგზავნის დროს საჭირო საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება და ტვირთის საბაჟო დეკლარირება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებთან მათი შესაბამისობის კონტროლი;
- კონტრაქტორ ფირმებთან ხელშეკრულების დადება და ვადების კონტროლი;
- პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა;
- ექსპორტის და სხვა ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვა და კონტროლი;
- ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
- ბროკერებისთვის საბაჟო დეკლარაციის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება;
- ყოველდღიური დატვირთვების ორგანიზების მიზნით შესაბამისი დეპარტამენტებისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიწოდება;
- საექსპორტო მზა პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთის განხორციელება;
- პარტნიორების ანგარიშზე თანხის კონტროლი და მათთან ერთად პროდუქციის დატვირთვების ორგანიზება;
- საექსპორტო გაყიდვების განწესის შექმნა სისტემაში;
- პერიოდულად გაყიდვების რეპორტის მომზადება, გარკვეული მოთხოვნების გათვალისწინებით.
- ექსპორტ-იმპორტის საბუთების არქივის ქონა და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება (სასურველია ორი წელი მსგავს პოზიციაზე);
- გამართული კომუნიკაციის (ვერბალური და წერილობითი) და პრობლემის გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. „ლომისი’’-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. „ლომისი’’-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: www.natakhtari.com
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. „ლომისი’’-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
ს.ს. „ლომისი’’ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 იანვარი.