სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „ბუღალტრის“ პოზიციაზე თბილისში. კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სავაჭარო ობიექტებსა და საამქროებში, ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი;
- გაყიდვების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი ( ელ-სასაქონლო ზედნადები, ელ- დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება / გაუქმება);
- ანგარიშთა წარმოების უზრუნველყოფა ფირმის დებიტორ-კრედიტორებთან;
- სამეურნეო მოვლენების კანონიერების და სათანადო დოკუმენტების დროულად და სწორად გაფორმების კონტროლი;
- სტრანსპორტო კომპანიების მიერ გადაზიდვის პროცესში დოკუმენტების კონტროლი (ხელშეკრულება, ინვოისი);
- შემოსავლების სამსახურისთვის ყოველთვიური ანგარიშების წარსადგენად საჭირო ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადებასა და ბალანსის შედგენაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
- რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
სასურველი უნარ-ჩვევები - თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია: - ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვალი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ბუღალტერი”. დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.