კატეგორიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
ხელფასი: 2500 - 3500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი

პსპ ფარმა, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა, აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში, კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. 


დასაქმებულის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფარმაცეფტული პროდუქტების კატეგორიისთვის მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
  • ბაზრის კვლევა და კონკურენტული (აქტივობების) ანალიზი
  • კომპანიის პროდუქტების შესახებ სამედიცინო და მარკეტინგული ინფორმაციის სრულფასოვნად ცოდნა და წარდგენა სამედიცინო წარმომადგენლებისთვის და მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ექიმები, ფარმაცევტები). 
  • სასწავლო და სარეკლამო მასალების მომზადება, როგორც არსებული, ისე ახალი პროდუქტებისთვის და წარმომადგენლებისთვის მიწოდება. მათთვის სარეკლამო და საინფორმაციო მასალების გამოყენების სტრატეგიის განმარტება;
  • მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება
  • სარეკლამო მედია კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება
  • ჯგუფური ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა, პრეზენტაცია) ორგანიზება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია
  • პორტფელში არსებული პროდუქტების  რეალიზაციის რეგულარული ანალიზი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და ანგარიშგება
  • წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოების სისტემატური მონიტორინგი და რეპორტინგი


საკვალიფიციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათლება მედიცინის, ჯანდაცვის ან ფარმაციის სფეროში;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული


უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:          

  • პროფესიული განვითარების მოტივაცია და კომერციული წარმატების მიზანდასახულობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;


ანაზღაურება : ფიქსირებული ხელფასი 2500 – 3500 ლარი  + ბონუსი  . 


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: mariam@solution-er.ge 


გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  10 თებერვალი.