კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY არის ჯი
თარიღები: 04 თებ - 16 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 +ბონუსი
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: saleshr@aris.ge
საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე სრული განაკვეთით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

ვაკანსია:  კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთით

სამუშაოს აღწერა
კორპორატიული კლიენტებისთვის ინტერნეტში საინფორმაციო და სარეკლამო  მომსახურეობების შეთავაზება; კორპორატიული კლიენტების საჭიროებების გამოვლენა, მათთვის უნიკალური შეთავაზებების მომზადება და ექსკლუზიური სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება. კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მომსახურების სფეროში პოტენციურ კლიენტთან ურთიერთობის რეალური გამოცდილება - მომსახურების პირობების ახსნა, შეთავაზების მომზადება, 
  • მოლაპარაკების წარმოება.
  • საინფორმაციო სააგენტოში ან სარეკლამო კომპანიაში კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება (გადასახადების ჩათვლით):  1500 ლარი (დათქმით)  + რეალური ბონუსები (ჯამში 3250 ლარამდე)

პრეტენდენტმა წერილობითი სახით უნდა წარმოადგინოს თავისი სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა კორპორატიულ გაყიდვებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი იქნება განხილული როგორც სტაჟიორი (500 ლარი თვეში გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში)

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2023. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით saleshr@aris.ge მისამართზე, თემაში მიუთითეთ -  „გაყიდვები“

შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!

Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).

ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.