Beauty Bar-ი არის კორეული კოსმეტიკის შემომტანი საქართველოში.
ჩვენს მეგობრულ, გამოცდილ და საინტერესო გამოწვევებით სავსე გუნდში ვეძებთ კონტენტ კრეატორსა (დროის 60%) და ბრენდ მენეჯერს (დროის 40%).
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- მაღალი ხარისხისა და კრეატიული ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნა, რომელიც შეესაბამება Beauty Bar-ის ბრენდის იდენტობასა და პროდუქტებს.
- კომპანიაში არსებულ პლატფორმებზე (TikTok, Instagram, Facebook, Yutube, Web) კონტენტის რეგულარული განთავსება, განახლება და მართვა.
- ახალი ტენდენციების და იდეების კვლევა და გამოყენება კონტენტის შექმნის პროცესში.
- მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან კონტენტის სტრატეგიის განსაზღვრისთვის.
- ახალი პროდუქტების აღწერების წარმოება, ვებ-გვერდზე განთავსება
- პროდუქტების/ბრენდების ვებგვერდზე განთავსება, მათი მუდმივი მონიტორინგი და განახლება
- წარმოდგენილი (და სამომავლო) ბრენდების ძირფესვიანი შესწავლა, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით დაყოფა (გამოყენება/დანიშნულება/აქტიური ნივთიერებები/ა.შ.)
- თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია, ტრეინინგების ჩატარება, მათი ცოდნის მონიტორინგი
- ბაზრის და კონკურენტების ანალიზი (ფასები, ბრენდები)
- მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილი სხვა მოვალეობების შესრულება რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ამ პოზიციასთან
მოთხოვნები:
- გამოცდილება შესაბამის სფეროში.
- შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნება.
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
- ინგლისური და რულისი ენების საშუალო დონეზე
- სასურველია მარაგების ანალიზის მეთოდების ცოდნა
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული
პირობები:
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით
სამუშაო დრო და ადგილი: 11:00 – 20:00, ალ. ყაზბეგის 19ბ თბილისი
განაცხადის
პროცესი:
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დავალება.
დავალება: აარჩიე ერთი თავის მოვლის პროდუქტი, რომელიც გაქვს ან გინდა რომ გადაიღო,
გადაიღე ფოტო/ფოტოები და ვიდეო როგორ წარმოგიდგენია და გადმოგვიგზავნე, შემდეგ მეილზე:
info@beautybar.ge
გისურვებთ
წარმატებებს!