ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბეკო
მივლინება: არა ხელფასი: 2500
ენები: ინგლისური
შესყიდვები: საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრონიკა

კომპანია ,,ბეკო,, საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს


კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურეობის მაღალი დონე , ინავაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია- ცვლილება უკეთესობისკენ !


კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ბრენდ მენეჯერი


სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი : სრული

ანაზღაურება : 2500 ლარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;  
  • აღნიშნულ პოზიციაზე   მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის  მაღალ დონეზე ცოდნა; თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Power Point, Excel, Internet, Ms. Office )
  • 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;


ძირითადი მოვალეობები:

  • ბრენდის პორტფელის მართვა , განვითარების სტრატეგიის შემუშავება  და დანერგვა;
  • ახალი ბრენდების მოძიება;
  • კონკურენტული გარემოსა და სამომხმარებლო  ბაზრის კვლევა,  ტენდენციების მონიტორინგი და ბრენდის  საბაზრო პოტენციალის განსაზღვრა;
  • ბრენდის საფასო სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და გაყიდვების სტიმულირების გეგმის შემუშავება;
  • ბრენდების ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი;
  • პრეზენტაციებისა და სხვადასხვა სახის რეპორტინგის   მომზადება/ წარდგენა;


აუცილებელი უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;


გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე HR@technoshop.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.

შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად;  გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე HR@technoshop.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.


გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.  თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ( სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.   თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge .


ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.