სტაჟიორი გეოდეზისტი

თბილისი სტაჟირება ადლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: გეოდეზისტი
სამშენებლო კომპანია  „ადლი“ - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. 
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია,  ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება; სამგზავრო-სატვირთო ლიფტების მონტაჟი და გეგმიური მომსახურება; მშენებლობის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი.

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ - ში ვიწვევთ:  მოტივირებულ,  განვითარებაზე ორიენტირებულ , გეოდეზიის მიმართულების სტუდენტს / კურსდამთავრებულს „სტაჟიორი გეოდეზისტი“-ს პოზიციაზე

ჩვენთან სტაჟირებით გპირდებით : 
  • პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • განუსაზღვრელ სურვილს, გასწავლოთ და უმოკლეს ვადაში გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი; 
  • შენი პროფესიით რეალური დასაქმების პერსპექტივას;
  • ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდს, სამი თვიდან-ექვს თვემდე ვადით;
  • გრაფიკის მაქსიმალურ ხელშეწყობას , თუმცა ისე,  რომ არ უშლიდეს ხელს ჩვენთან სწავლის პროცესს. 

ჩვენთან სტაჟირებისას, ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები/სწავლება: 
  • მონაწილეობს ტექნიკური და ახალი მიერთებების პროექტების დამუშავებაში;
  • GPS  ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღებაში დახმარების გაწევა;
  • ტახეომეტრით ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარებაში ჩართულობა;
  • სქემატური ნახაზების შედგენაში ჩართულობა;
  • აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა/ჩართულობა;
  • შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა/ჩართულობა;
  • სრული გეოდეზიური ფუნქციონალის  სწავლება/ჩართულობა.

თქვენგან მხოლოდ ვითხოვთ : 
  • სურვილს, ისწავლოთ და განვითარდეთ გეოდეზიის მიმართულებით;
  • უმაღლეს/პროფესიულ განათლებას სამშენებლო/გეოდეზიის მიმართულებით ;  (განიხილება სტუდენტებიც) 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ „სტაჟიორი გეოდეზისტი “ 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 17 თებერვალი,2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია „ ადლი“ , კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით/სტაჟირების პროგრამით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!