კომერციული მენეჯერი
2xP PRIORITY ადლი
თარიღები: 17 იან - 15 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
TOP მენეჯმენტი:  კომერციული დირექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@adli.ge
სამშენებლო კომპანია  „ადლი“ - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით , 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. 
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა , ფასადის მოწყობა , თერმო და ხმის იზოლაცია ,  ბრტყელი გადახურვა , მწვანე გადახურვა , არქიტექტორული მომსახურება , საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება . 

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით : 
  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას ;
  • პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში  განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას ;  
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს ; 
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ; 
  • Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას ; 
  • შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს ; 
  • ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე . 

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ - ში ვეძებთ : ენერგიულ, კომუნიკაციის ეფექტური უნარის მქონე გუნდის წევრს „ კომერციული მენეჯერი“-ს თანამდებობაზე. 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები : 
  • კომპანიისთვის სხვადასხვა პროექტების მოზიდვა, დამუშავება და დამკვეთებთან მოლაპარაკებების ეფექტური წარმოება ; 
  • რელევანტური პროექტების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა ;
  • დაკონტრაქტებული პროექტების მონიტორინგი,  პროცესის დადგენილ ვადებში დასრულებასთან დაკავშირებით; შესაბამისად დამკვეთთან და ტექნიკურ ნაწილთან აქტიური კომუნიკაცია ; 
  • გამოცხადებული ტენდერებისა და პროექტების მოძიება და ანალიზი ;
  • სატენდერო შეთავაზებების, დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების შემდგომი მართვა ; 
  • კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებების და ეფექტური სამუშაო პროცესების გამართვა;
  • ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე ; 
  • ბაზრის კვლევა სამშენებლო მიმართულებით ; 
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების / რეპორტების მომზადება ; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • უმაღლესი განათლება ; ( სასურველია ტექნიკური / საინჟინრო მიმართულებით ) 
  • კომერციული ან გაყიდვების მენეჯერებად მუშაობის - 1/2 წლიანი გამოცდილება ; ( აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ) 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ; 
  • უცხო ენის ცოდნა ( ინგლისური ან/და რუსული) 

პიროვნული უნარები : 
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი ; 
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი; 
  • ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნებისა და დროის მართვის უნარი ; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა ; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა ; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება :  „ კომერციული მენეჯერი “
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 17 თებერვალი, 2025 წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია „ ადლი“ , კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას !