სტაჟიორი არქიტექტურა / დიზაინის მიმართულებით
2xP PRIORITY ადლი
თარიღები: 17 იან - 15 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@adli.ge
სამშენებლო კომპანია  „ადლი“ - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. 
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია,  ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება; სამგზავრო-სატვირთო ლიფტების მონტაჟი და გეგმიური მომსახურება; მშენებლობის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი.

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ - ში სტაჟირებაზე ვიწვევთ:  მოტივირებულ,  განვითარებაზე ორიენტირებულ არქიტექტურა/დიზაინის მიმართულების სტუდენტს/კურსდამთავრებულს:

ჩვენთან სტაჟირებით გპირდებით: 
  • პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • განუსაზღვრელ სურვილს, გასწავლოთ და უმოკლეს ვადაში გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი; 
  • შენი პროფესიით რეალური დასაქმების პერსპექტივას;
  • ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდს ექვსი თვის ვადით;
  • გრაფიკის მაქსიმალურ ხელშეწყობას , თუმცა ისე,  რომ არ უშლიდეს ხელს ჩვენთან სწავლის პროცესს. 

ჩვენთან სტაჟირებისას, ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები/სწავლება: 
  • არქიტექტურული პროექტების შედგენა; 
  • 3D ვიზუალიზაცია, ფოტო-ვიდეო რენდერების დამუშავება;
  • მუშა ნახაზების შედგენა;
  • მუშაობა 41-ე დადგენილების მიხედვით;
  • დამკვეთისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • პროექტების შეთანხმება მერიასთან;
  • არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება;
  • მშენებლობის მიმდინარეობისას არქიტექტურული ზედამხედველობის განხორციელება;
  • პროექტის წარმოება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით;
  • სახელმწიფო ორგანოებთან შესათანხმებლად, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ხელმძღვანელი პირების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების და მითითების შესრულება;

თქვენგან დაგვჭირდება:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების: Lumion, Graphisoft Achicad, Autodesk 3Ds max; Adobe Photoshop საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სურვილს, ისწავლოთ და განვითარდეთ არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით;
  • უმაღლეს/პროფესიულ განათლებას არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით;  (განიხილება სტუდენტებიც) 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ„სტაჟიორი არქიტექტორ-დიზაინერი“. 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 17 თებერვალი,2025 წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია „ ადლი“ , კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით/სტაჟირების პროგრამით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!