ლოგისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული აგრო სახლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. 

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N230 
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ლოგისტიკის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის ლოგისტიკური ოპერაციების ზედამხედველობაზე, მათ შორის, ტრანსპორტირება, დისტრიბუცია, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და საწყობის მენეჯემენტი. 
პოზიცია გადამწყვეტია საოპერაციო ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ხარჯების მინიმიზაციისთვის და პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
  • ლოგისტიკური სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება საოპერაციო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. არსებული სტრატეგიის შესრულება და კონტროლი;
  • ლოგისტიკის განყოფილების მუშაობის მონიტორინგი და ანალიზი, გაუმჯობესების სფეროების განსაზღვრა;
  • მარეგულირებელი მოთხოვნებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა და დაცვა;
  • ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, საწყობის ოპერაციებისა და პროცესების სრული ციკლის მართვა და პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და ზეგანაკვეთური სამუშაო დროის კონტროლი;
  • კომპანიის კუთვნილი ძირითადი საშუალებების მართვა და განკარგვა;
  • ლოგისტიკის განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
  • კომპანიაში დადგენილი დოკუმენტაციის წარმოება, მისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი კონტროლი;   
  • ლოგისტიკის განყოფილებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ანალიტიკური სამუშაოს შესრულება;
  • ლოგისტიკის განყოფილების მიმართულებით სრულყოფილი რეპორტინგის წარმოება; ლოგისტიკური ანგარიშების და პროგნოზების მომზადება;
  • ლოგისტიკის პერსონალის ზედამხედველობა, საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგით და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფა; 
  • სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ლოგისტიკური ოპერაციების საერთო ბიზნეს მიზნებთან შესათანხმებლად.

სავალდებულო უნარები და კვალიფიკაცია:
  • ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • 3+ დადასტურებული მენეჯერული გამოცდილება ლოგისტიკაში, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში ან მსგავს როლში;
  • ლოგისტიკური ოპერაციების, ტრანსპორტირებისა და ინვენტარის მართვის კარგი ცოდნა;
  • ლოგისტიკური პროგრამების ცოდნა - სასურველია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა.
  • სწრაფ და დინამიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ძლიერი ლიდერობის უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება.

ბენეფიტები: 
  • ფასდაკლება ორგანიზაციის პროდუქციაზე;
  • კომპანიის მიერ თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 31 იანვარი, 2025.