საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი "მეტრონომი" (www.metronome.ge) აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის ვიდეორგოლის გადაღება;
- ჟურნალისტებთან ერთად სიუჟეტებზე მუშაობა;
- ვიდეოს გადაღება/დამუშავება/მონტაჟი სოციალური ქსელებისთვის;
- გადაღებების ორგანიზება სხვადასხვა ლოკაციაზე;
- ვიდეო მასალის დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
- აუცილებელია ვიდეოს დასამუშავებლად საჭირო სამონტაჟო პროგრამების ცოდნა (Adobe Premiere)
* გადაღებისთვის საჭირო ყველა აპარატურის ქონა აუცილებელია
პიროვნული თვისებები:
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო განრიგი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღის - 12:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე
* ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა არასდანდარტული გრაფიკით მუშაობის საჭიროება წარმოიშვას .
ანაზღაურება: 1500 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე
marketing@metronome.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 თებერვალი.