ფინანსური დირექტორი

ბაღდათი სრული განაკვეთი კურორტი საირმე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, ქართული
TOP მენეჯმენტი: ფინანსური დირექტორი(CFO)
კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორი (CFO) პოზიციაზე

მოვალეობათა სფერო: 
  • ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 
  • თანამდებობის მიზანი და როლი / უფლებამოსილება / ადგილი ორგანიზაციულ სტრუქტურაში 
  • წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქცია განსაზღვრავს ფინანსური დირექტორის თანამდებობრივ მოვალეობებს. თანამდებობრივი მოვალეობების ეფექტურად შესრულებისათვის ფინანსურ დირექტორს უფლება აქვს:  
  • მოითხოვოს სამუშაოსათვის საჭირო დოკუმენტაცია, მონაცემები და ანგარიშები სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან; 
  • წარმოადგინოს ორგანიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანიზაციებთან ან დაწესებულებებთან; 
  • წამოაყენოს წინადადებები სამუშაოს გაუმჯობესების შესახებ; 
  • ისარგებლოს დეპარტამენტისთივის განკუთვნილი საოფისე ტექნიკითა და აღჭურვილობით საჭიროებისამებრ. 
 
თანამდებობის ფუნქციები / პასუხისმგებლობა 
პოზიციის შეჯამება: 
  • ფინანსური დირექტორი პასუხისმგებელია კომპანიის საერთო ფინანსურ სტრატეგიაზე და ფინანსურ მართვაზე. ეს როლი მოიცავს ფინანსური გუნდის ხელმძღვანელობას, ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მართვას, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, ფინანსური რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველყოფას და სტრატეგიული ხელმძღვანელობის უზრუნველყოფას კომპანიის ზრდისა და მომგებიანობის მხარდასაჭერად, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვა, კონტროლი, კონსოლიდაცია, ხაზინა და გადასახადები. ფინანსური დირექტორის მოვალეობების შესრულება კანონიერი და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად; შეინარჩუნოს, დაიცვას და ხელი შეუწყოს საწარმოს ღირებულებებს ეთიკას, კორპორატიულ (სოციალურ) პასუხისმგებლობას (საქმიანი ქცევის კოდექსი; ლიდერობის პრინციპები); დაგეგმოს და დანერგოს მაჩვენებლები, იმისათვის რომ მიღწეული იქნას საწარმოს ფინანსური მიზნები, რომ შენარჩუნებული იქნას ზრდა და მომგებიანობა, და ამ ყველაფერში შეიტანოს წვლილი როგორ მმართველი გუნდის წევრმა, რომ აღასრულოს საწარმოს მართვა. 
 
ფინანსური სტრატეგია და ლიდერობა: 
  • კომპანიის ფინანსური სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნდა და დანერგვა კომპანიის საერთო მიზნების მისაღწევად.  
  • კომპანიაში არსებული სრული ფინანსური საქმიანობის ხელმძღვანელობა, კონტროლი და მართვა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების, დაგეგმვის, ანალიზის, სახაზინო და საგადასახადო კუთხით, რაც მოიცავს კომპანიის ფასს-ის მიხედვით მომზადებულ ფინანსურ და მმართველობით ანგარიშგებას. 
  • ფინანსური ბიუჯეტის მომზადების პროცესის ზედამხედველობა და მმართველ გუნდთან წარდგენამდე გადახედვა/დადასტურება. 
  • განყოფილებების ზედამხედველობა, რომლებიც მონაწილეობენ შესყიდვაში, ფასებში, ინვესტიციებში, ნასესხები სახსრების მართვაში და ვალდებულებების და დებიტორების მართვაში 
  • ფინანსურ საკითხებსა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე კონსულტაციების გაწევა გენერალურ დირექტორსათვის და სამეთვალყურეო საბჭოსთვის. 
 
ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი: 
  • კომპანიის წლიური ბიუჯეტის და გრძელვადიანი პროგნოზის მომზადება 
  • ფინანსური მოდელირებისა და სცენარების დაგეგმვის განხორციელება ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიების მხარდასაჭერად. 
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის, პოტენციური შედეგების პროგნოზირებისთვის და ძირითადი გადაწყვეტილების მიღებისთვის. 
 
ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისობა: 
  • კომპანიის ანგარიშგებების გადახედვა და დამტკიცება მომზადებული ფასს-ის, მმართველობითი და საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად. 
  • თვის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველსაყოფად გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების კონტროლი დათქმულ ვადებში. 
  • გარე აუდიტის პროცესის ზედამხედველობა და კოორდინაცია. 
  • გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების ზედამხედველობა. 
  • გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა. 
  • დეპარტამენტის პოლიტიკების (საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების და კონტროლის) შექმნა და პერიოდული განახლება. 
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან, შიდა პოლიტიკებთან და კონტროლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. 
  • ფინანსური ანგარიშგების, შიდა საბუღალტრო დოკუმენტაციის და გადარიცხვების შესაბამისობის უზრუნველყოფა გარე და შიდა ნორმატიულ აქტებთან. 
  • მენეჯმენტის დისკუსიებისა და ანალიზის (MD&A) ინიცირება ყოველთვიურად, კვარტალურად და წლიურად 
  • გააანალიზოს და შესთავაზოს გადაწყვეტილებები არაგანმეორებადი ან რთული და უჩვეულო ტრანზაქციების აღრიცხვისთვის 
  • ფასს-ის მოთხოვნების რეგულარული განახლება და დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გაცნობა 
  • დაქვემდებარებული თანამშომლების მეშვეობით სარევიზიო-მაკონტროლებელი ორგანოების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა მიწოდების უზრუნველყოფა. 
 
რისკების მართვა: 
  • ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის და საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით დოკუმენტირების პროცესის უზრუნველყოფა. 
  • ERP სისტემის მოდულების მოდიფიკაციისა და განახლებულ ბიზნეს პროცესებზე მორგების უზრუნველყოფა. 
  • უხალმძღვანელოს პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროექტებს 
  • კომპანიის დაზღვევის, ხაზინისა და საინვესტიციო სტრატეგიების ზედამხედველობა, რათა უზრუნველყოს ოპტიმალური კაპიტალის სტრუქტურა და რისკის მართვა. 
  • ფინანსურ ოპერაციებზე აღმასრულებელი პასუხისმგებლობის აღება, რაც მოიცავს საბრუნავ კაპიტალს, კაპიტალურ დანახარჯებს, სესხების დონეებს, გადასახადებს, ბიუჯეტს და საბუღალტრო აღრიცხვას, კონტროლს და ანგარიშგებას. 
  • კომპანიის ფინანსურ მდგომარეობის, ლიკვიდურობის, მომგებიანობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების სტრატეგიების შესახებ მონიტორნგი. 
 
ინვესტორებთან ურთიერთობა: 
  • არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობა. 
  • ნასესხები სახსრების, საიჯარო ვალდებულებების და კაპიტალის მართვა. 
  • არსებულ და პოტენციურ მსხვილ და სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებებში ჩართულობა და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფინანსურ და სტრატეგიულ ნაწილში ჩართულობა. 
 
ფულადი ნაკადების და კაპიტალის მართვა: 
  • ფულადი ნაკადების მართვა, ლიკვიდურობის ოპტიმიზაციისა და მოგების მაქსიმიზაციის მიზნით; საკმარისი საბრუნავი კაპიტალის უზრუნველყოფა საოპერაციო საჭიროებების და ბიზნესის ზრდისთვის. 
  • კაპიტალურ დანახარჯების, დაფინანსების და საინვესტიციო გადაწყვეტილებების ზედამხედველობა, კომპანიის გრძელვადიან მიზნებთან შეესაბამისობის მიზნით. 
  • კაპიტალის მოზიდვის ან ვალის მართვა, კომპანიის გაფართოების ან საოპერაციო საჭიროებების მხარდასაჭერად. 
 
ლიდერობა და გუნდის მართვა: 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, განვითარება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მუდმივი უკუკავშირის მიცემა როგორც სამუშაო შედეგებზე, ასევე მოლოდინებსა და სამუშაო ადგილზე ქცევებსა და მიდგომებზე. 
  • დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოგზავნილი წინადადებების ანალიზი მათი საქმიანობის გაუმჯობესების და ხარისხის ამაღლების კუთხით. 
  • მჭიდროდ თანამშრომლობა სხვა განყოფილებებთან, რათა ფინანსური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად 
  • ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება სტრატეგიულ ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად 
 
სტრატეგიული ხელმძღვანელობა: 
  • კომპანიების შერწყმის, შეძენების პროცესების (M&A) მართვა წინასწარი შესწავლითა და რისკების ანალიზით და სხვა სტრატეგიული ფინანსური გადაწყვეტილებებში ლიდერის როლის შესრულება 
  • პარტნიორობა გენერალურ დირექტორთან და აღმასრულებელ გუნდთან გრძელვადიანი სტრატეგიული და ფინანსური მიზნების დასახვაში. 
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება 
  • ფინანსური და ორგანიზაციული საზომი მაჩვენებლების (KPIs) დაგეგმვა, დანერგვა და კონტროლი 
  • კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შექმნა. 
  • პასუხისმგებელია შეასრულოს სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მისი კვალიფიკაციის შესაბამისად. 
 
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები და უნარები: 
  • განათლება: უმაღლესი აკადემიური განათლება ფინანსების მიმართულებით 
  • გამოცდილება: 
  • 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის ან ფინანსური მართვის კუთხით 
  • 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური დირექტორის ან მსგვავს პოზიციაზე 
  • დიდი გუნდების მართვისა და სტრატეგიული ფინანსური ლიდერობის უზრუნველყოფის დადასტურებული გამოცდილება 
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების, ფინანსური რეგულაციების და კორპორატიული ფინანსების სრულყოფილი ცოდნა 
  • ფინანსური ანგარიშგების, შესაბამისობის, რისკების მართვისა და კაპიტალის განაწილების გამოცდილება 
 
უნარები: 
  • ფინანსური მოდელირების, ბიუჯეტირების, პროგნოზირების და ანალიზის ძლიერი ცოდნა. 
  • ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის და ERP სისტემების ცოდნა. 
  • განსაკუთრებული კომუნიკაციის უნარი, ფინანსური ინფორმაციის წარდგენის უნარი არაფინანსური დაინტერესებული მხარეებისთვის, მფლობელისთვის, სამეთვლაყურეო საბჭოსთვის და დირექტორთა საბჭოსთვის. 
  • ძლიერი ლიდერობის უნარები, ფინანსური გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება 
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა 
  • MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, მათ შორის Excel მაღალ დონეზე ცოდნა 
  • სხვა უნარები: ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება, მოლაპარაკებების მაღალ დონეზე წარმოება, ზეპირი და წერილობითი გამართული კომუნიკაცია, დროის ეფექტური მართვა, დავალებების სწორი და დროული დელეგირება და შემდგომ მონიტორინგი, პრობლემის დროული იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძებნა, დოკუმენტ-წარმოება, ჯანსაღი არგუმენტაცია და დაინტერესებული პირის(ბის) დარწმუნება, ორგანიზება, დაგეგმარება, დეტალებზე ორიენტაცია, გუნდური პრინციპით მუშაობა, ადამიანის შრომის და მონდომების დაფასება, უკუკავშირის მიცემა,  პრიორიტეტების განსაზღვრა, ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე, მოსმენის უნარი 
  • თვისებები: პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, აკურატულობა, ემპათიურობა, მიზანსწრაფულობა, გონებრივიმოქნილობა, ადამიანურობა.   


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge 
შ.პ.ს. „კურორტი საირმე“ გისურვებთ წარმატებას!