შპს ევრო ინვესტი აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზრის ტენდენციების ანალიზი და კატეგორიების განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა;
- კატეგორიის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება და დასახული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- არსებული პროდუქტის/სერვისის ანალიზი, გაუმჯობესება და სიახლეების დანერგვა;
- მოლაპარაკებების წარმოება კატეგორიის განვითარების ხელშესაწყობად;
- პრისეილერების გუნდის ხელმძღვანელობა და გეგმების შედგენა.
- ჩართულობა მარკეტინგულ აქტივობებში განვითარებისა და ბრენდის ეფექტური პოზიციონირებისთვის;
- კატეგორიის გაყიდვების ხელშესაწყობად ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს განვითარების მენეჯერის/პროექტის მართვის/კოორდინატორის პოზიციაზე.
- უპირატესობად ჩაითვლება ქსელში მუშაობის გამოცდილება კვების პროდუქტების მიმართულებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- საქმის გადანაწილების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ ზრდას და კომპანიაში დაწინაურების შესაძლებლობას;
- პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
- ჯანსაღ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: რ. აგლაძის 32
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით)
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24 იანვარი