შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე (რეზერვი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
დამატებითი მოთხოვნები:
- დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- საქმისადმი ერთგულება;
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების წესის შესახებ დებულების შესაბამისად საქონლის, სამუშაოების და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კომპანიის დანახარჯების შემცირების მიზნით ახალი პოტენციური მიმწოდებლების მოძიება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
- შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და დამატებითი შეთანხმებების პროექტების შემუშავება, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და აგრეთვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლი;
- ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებული საბუთების და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიის ბუღალტერიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე კორესპონდენციის მომზადება;
- შემოსული კორესპონდენციის , გადარიცხვების და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
- კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების პროექტების, წერილების, სამსახურებრივი ბარათების, მოხსენებების და სხვა მასალების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში კომისიების, სამუშაო ჯგუფების მუშაობაში და თათბირებში მონაწილეობის მიღება;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
- Ms Office მაღალ დონეზე;
- სასურველია ERP Softs;
ენები:
- ინგლისური C1-C2;
- რუსული;
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის 18ა;
ანაზღაურება კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 17 თებერვალი;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.