‘Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს ,როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.
კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.
ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.
B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს.“
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ბარისტა.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტანდარტების მიხედვით ყავის და ბარის მენიუს სასმელების მომზადება.
- ბარის მენიუს, ყავის მარცვლისა და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა.
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება.
- სტუმრის მხრიდან კომენტარის გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
საჭირო უნარები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლიანი
ჩვენ გთავაზობთ:
- ყავის ლაბორატორიაში გაივლით ყავის მიმართულებით ტრენინგს და პრაქტიკულ სწავლებას პროფესიონალი ჰედ ბარისტების და გუნდის ლიდერების დახმარებით.
- გთავაზობთ გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე, აიმაღლო ცოდნები, შეისწავლო ინდუსტრიული სიახლეები.
- გთავაზობთ შესაძლებლობას განვითარდე პოზიციურად ჰედ ბარისტის და მენეჯერულ პოზიციებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მეგობრულ, მხიარულ და საინტერესო სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო დღეები: კვირაში 4, 5 ან 6 დღე;
სამუშაო საათები: პირველი ცვლა 08:30-15:45; მეორე ცვლა 15:45-23:00;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.