ტექნიკური ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ ტექნიკურ ზედამხედველს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის მიღება/დადასტურება;
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაოთა მწარმოებლის ან მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • რკინა-ბეტონის კარკასის შემომფარგვლელი კონსტრუქციების, არქიტექტურულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველი ზოგადი ცოდნა-გამოცდილება საინჟინრო ქსელების მოწყობაში;
  • MS Office-ის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 თებერვლის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე