ტერაბანკის თბილისის ფილიალში
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
- შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
- კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
- გაქვს მართვის უნარი
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- საბანკო სფეროში მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის)
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. N148
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- ანაზღაურება: ხელფასი + ჯგუფის წევრების გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
- ფილიალის ბიზნეს მიმართულების თანამშრომლების მართვა
- ფილიალის ბიზნეს მიმართულების თანამშრომლების გეგმების შესრულების, კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნების კონტროლი
- კლიენტების კმაყოფილებისა და ლოიალობის ზრდაზე ზრუნვა და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე |
tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:
31 იანვარიდაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.