შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" (შემდგომში-საზოგადოება) აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (შემდგომში - «მის») მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობაზე
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: (1) ერთი
განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14.02.2025 წ.
დასაქმების სავარაუდო თარიღი: 20.02.2025 წ.
თანამდებობის საერთო მიზანი:
- სამუშაოს ორგანიზება და განყოფილების ხელმძღვანელობა საზოგადოების მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის შემუშავების, დანერგვის და მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, საზოგადოების მმართველობითი და საწარმოო პროცესების მართვის და რეგლამენტირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ტექნიკური რეგლამენტების, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოში დაშვებული უწყებათაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
თავისი თანამდებობის მიზნების მისაღწევად, მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი ასრულებს შემდეგ სამუშაო მოვალეობებს:- საზოგადოების სტრქუტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად, საზოგადოების «მის»-ის შიდა დოკუმენტების შემუშავება, რომლებიც აღწერენ პროცესებს ISO სტანდარტების მოთხოვნების საფუძელზე.
- ჩანაწერების ფორმების შემუშვება ბიზნეს-პროცესების უზრუნველყოფის მიზნით.
- ბიზნეს-პროცესების ბლოკ-სქემების შემუშავება.
- მენეჯმენტის სისტემების აღწერის სახელმძღვანელოების შემუშვება.
- «მის»-ის შიდა დოკუმეტნების მართვა დოკუმენტის სრული ბრუნვის ციკლის განმავლობაში.
- «მის»-ის დოკუმენტების ორიგინალების შენახვის უზრუნველყოფა.
- გამოყენებადი გარე დოკუმენტების და «მის»-ის შიდა დოკუმეტნების რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა.
- საზოგადოების «მის»-ის შიდა დოკუმეტნების დანერგვა საზოგადოების დასაქმებულების სწავლების ჩატარების მეშვეობით.
- სწავლებისათვის სალექციო მასალების, პრეზენტაქციების მომზადება. ტესტების, საგამოცდო ბილეთების შემუშავება საზოგადოების «მის»-ის დამტკიცებბული შიდა დოკუმეტნების ცოდნის შეფასებისათვის.
- საზოგადოების დასაქმებულების სწავლების საჭიროების დადგენა გამოყენებადი საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო და უწყებათაშორისო სტანდარტების მოთხოვნების საფუძველზე.
- საზოგადოების დასაქმებულების სწავლების გრაფიკების შემუშავება «მის»-ის ფარგლებში ცოდნის და კვალიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებადი
- საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო და უწყებათაშორისო სტანდარტების მოთხოვნების საფუძველზე.
- საზოგადოების დასაქმებულების სწავლების ორგანიზება დამტკიცებული სწავლების გრაფიკის შესაბამისად.
- საზოგადოების ქვედანაყოფების და ბიზნეს-პროცესების შიდა აუდიტების დაგეგმარება საერთაშორისო სტანდარტების ISO, გამოყენებადი საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო და უწყებათაშორისო სტანდარტების მოთხოვნების საფუძველზე.
- საზოგადოების ქვედანაყოფების და ბიზნეს-პროცესების შიდა აუდიტების გრაფიკების შემუშავება.
- «მის»-ის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის მართვა.
- ორგანიზებას უწევს სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრის სამუშაოებს, ასევე საზოგადოებაში დამტკიცებული სტანდარტების, ტექნიკური პირობების, რეგლამენტებისა და სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების სხვა დოკუმენტების დანერგვის სამუშაოებს.
- საზოგადოების ქვედანაყოფების და ბიზნეს-პროცესების შიდა აუდიტების ჩატარება დამტკიცებული გრაფიკის თანახმად საერთაშორისო სტანდარტების ISO, გამოყენებადი საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო და უწყებათაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმების მიზნით.
- ანგარიშების შედგენა ჩატარებული შიდა აუდიტების საფუძველზე.
- შიდა აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობის მიზეზების დადგენა.
- გამოყენებადი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, საზოგადოების აკრედიტებული ლაბორატორიების ხელმძღვანელებთან ერთად შიდა დოკუმენტების პროექტების შემუშავება.
- საზოგადოების აკრედიტებული თითოეული ლაბორატორიისათვის ცალკე ინდივიდუალური ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება.
- საზოგადოების აკრედიტებული ლაბორატორიების კომპეტენტურობის უზრუნველყოფა ლაბორატორიის სპეცპროცესებში ტექნიკური მოთხოვნების დანერგვის მეშვეობით.
- საზოგადოების აკრედიტებული ლაბორატორიების ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და ტექნიკური პროცესების შიდა აუდიტების ჩატარება. შიდა აუდიტების ჩატარების ანგარიშების შემუშავება. შიდა აუდიტის პროცესის საჭირო ჩანაწერების წარმოება.
მოთხოვნები განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიმართ:
- განათლება: სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების, ავტომატიზაციისა და მართვის ან სხვა შესაბამისი ბიზნეს სფეროს მიმართულებით უმაღლესი განათლება ან არაპროფილური უმაღლესი განათლება და ISO სერიის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ინტეგრირებული მართვის სისტემების მართვის სფეროში სპეციალური პროგრამის დასრულება (სერტიფიკატი).
- ISO სერიის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად „იმს“ მართვის სისტემების დანერგვის/მხარდაჭერის/მართვის გამოცდილება აუცილებელია.
- პროფესიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი
- ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური
აუცილებელი ცოდნა:
საერთაშორისო პრაქტიკები და საქართელოს კანონმდებლობის ცოდნა სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და აკრედიტაციის სფეროში;
მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტის პროგრამის შედგენისა და შიდა აუდიტის ჩატარების წესების, ბიზნეს-პროცესების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ბიზნეს პროცესების მოდელირებისა და კონსტრუქციის, ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებისა და პროცესური მიდგომის გამოყენებით პროცესების ბლოკ-სქემების შექმნის უნარები;
- მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტის დაგეგმარების და ჩატარების უნარები;
- მენეჯმენტის სისტემების შეფასების უნარები გამოყენებადი საკანონმდებლო და ნორმატიული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისობაზე;
- მოლაპარაკებებისა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
- Microsoft Office-ის სტანდარტულ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- საქმისწარმოების უნარი;
- ანალიტიკური მუშაობის უნარი;
- ინფორმაციასთან მუშაობის თანამედროვე საშუალებების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
შრომის პირობები
- შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით
- სამედიცინო დაზღვევას სრულად ფარავს საზოგადოება, საოჯახო დაზღვევის პაკეტის საფასურს იხდის თავად დასაქმებული შეღავათიანი პირობებით;
- სამუშაო გრაფიკი: 5 – დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 09:00-დან 18: 00 საათამდე, დასვენების დღეები - შაბათი და კვირა.
- სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. N 4 გ
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით.
დასაქმებულის უფლებები:
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით.
საზოგადოება ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში.
დასაქმებულის ყველა უფლება განემარტება მას გასაუბრების პროცესში.
დოკუმენტების მიღება:
CV-ს ფორმა შეგიძლიად იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.