გაყიდვების უფროსი მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ალტ-სოლუშენ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
შპს “არ სი სოლუშენს”-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლითონის წარმოება და საწარმოს ოპერირება, სადაც ხდება სხვადასხვა დანიშნულების ლითონის ანაკრების პროდუქციის წარმოება, ლითონის მცირე და საშუალო ზომის კონსტრუქციების წარმოება. ამასთან, კომპანია აწარმოებს სტანდარტულ საგზაო უსაფრთხოების ნიშნებს და ინდივიდუალურ საგზაო ნიშნებს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. 

შპს “არ სი სოლუშენს” აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. 

პოზიციის დასახელება: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ფეიქართა ქუჩა
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი მომხმარებლების აქტიური მოძიება და მოზიდვა.
  • პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ხანგრძლივი ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება და პარტნიორებთან გაყიდვის შემდგომი კომუნიკაცია.
  • ხელშეკრულებების  და პირობების შესრულების კონტროლი.
  • ბაზრის და კონკურენტული შემოთავაზებების ანალიზი.
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და კომპანიის მოგების გაზრდა.
  • B2B მიმართულებით ახალი მომხმარებლების მოძიება.
  • შეთავაზების გაკეთება და პროდუქტის გაყიდვა.
  • სამუშაო პროცესების დეგეგმვა და ანალიზი

დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება: 
  • განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის განათლება, კვალიფიკაცია შესაბამის სფეროში კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება.
  • უნარ-ჩვევები: დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დროის ეფექტურად მართვის უნარი. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ინფრომაციის სწრაფად ათვისების უნარი, სიახლეებთან მარტივად ადაპტაციის უნარი
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Excel, MS Word, MS Outlook).
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილი (სასურველია)

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@rcsolutions.ge, ხოლო სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

შენიშვნა: შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.