"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ქსელური მაღაზიის კომერციული და სტრატეგიული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
- კომერციული განვითარება
- ბიზნეს გეგმის შედგენა განვითარებისთვის
- მონიტორინგი გაყიდვების და მოგების, ფინანსური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად
- პრომო-აქციების ორგანიზების საჭიროების განსაზღვრა და ჩართულობა დაგეგმვაში
- მომხმარებელთა ლოიალობის სტრატეგიების შემუშავება/დაგეგმვა
- გაყიდვების შედეგების ანალიზი და შეფასება
- კრიზისების მართვა
- თბილისსა და რეგიონებში ფართების მოძიება კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და პირობების მიხედვით, პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება.
- მოძიებული ფართების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ლოკაციის, მოსახლეობის სიმჭიდროვის და სხვა მახასიათებლების შესახებ უშუალო მენეჯერთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
- მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა უშუალო მენეჯერთან ერთად.
- ფართის შეფასების პროცესში შესაბამისი კომუნიკაცია ტექნიკური სამსახური წარმომადგენლებთან, უშუალო მენეჯერის მითითებების მიხედვით.
- კონკურენტების სავაჭრო ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეესტრის წარმოება.
- სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
- მაღაზიის ყოველღიური ოპერაციების მართვა/კონტროლი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- ტრანზაქციების სიზუსტის და დანერგილი პროგრამის კონტროლი;
- ობიექტის ზრდისა და განვითარებისათვის სპეციფიური სტრატეგიის შემუშავება;
- გაყიდვების ანალიტიკა, მომხმარებელთა კმყოფილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- პროცესის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების გაცემა;
- პერსონალის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოებისა და საველე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- ორგანიზებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 16 თებერვალი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”