პეტრა ჯგუფი ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია პრემიალური კურორტების მშენებლობაზე, თბილისის სათაო ოფისისთვის აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების, მეილების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა/გადამისამართება
- სტუმრების დახვედრა, შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
- საკანცელარიოს, ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა;
- დიასახლისების საქმიანობის კურირება და საჭიროებისამებრ კონტროლი;
- დოკუმენტბრუნვის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენი შეთავაზება:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00
- კონკურენტული ანაზღაურება
- სასიამოვნო სამუშაო გარემო
- მხარდამჭერი გუნდი
- კარიერის განვითარების შესაძლებლობა