ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას წარმოების დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
- კომერციული შედეგების ანალიზი და შესაბამისად წარმოების სამუშაო პროცესების დაგეგმვა, შესრულების კონტროლი და რეპორტინგი;
- საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია და რესურსების ეფექტიანი მართვა;
- მონაცემთა ანალიზი და რეპორტების მომზადება წარმოების პროცესებთან დაკავშირებით;
- კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან წარმოების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
- შესაფუთის მასალის და ინგრედიენტების ნაშთების კონტროლი და დადარება არსებულ ფაქტობრივ რაოდენობებთან;
- წარმოების ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულობა;
- R&D მენეჯერთან ერთად ინდუსტრიული ტესტების დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (სასურსათო ტექნოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციული მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
- წარმოების პრინციპების ცოდნა;
- Advanced Excel;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - წარმოების დაგეგმარების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 5 თებერვალი. გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი
ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.