წარმოების დაგეგმარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას წარმოების დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომერციული შედეგების ანალიზი და შესაბამისად წარმოების სამუშაო პროცესების დაგეგმვა, შესრულების კონტროლი და რეპორტინგი;
  • საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია და რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • მონაცემთა ანალიზი და რეპორტების მომზადება წარმოების პროცესებთან დაკავშირებით;
  • კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან წარმოების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
  • შესაფუთის მასალის და ინგრედიენტების ნაშთების კონტროლი და დადარება არსებულ ფაქტობრივ რაოდენობებთან;
  • წარმოების ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულობა;
  • R&D მენეჯერთან ერთად ინდუსტრიული ტესტების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება (სასურსათო ტექნოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციული მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • წარმოების პრინციპების ცოდნა;
  • Advanced Excel;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - წარმოების დაგეგმარების მენეჯერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 5 თებერვალი. გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი
ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.