მექანიკოსი / ელექტრიკოსი
თარიღები: 17 იან - 14 თებ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 1250
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული რუსული
წარმოება/ოპერაციები:  მექანიკოსი ენერგეტიკა:  ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: მექანიკოსი / ელექტრიკოსი 

მექანიკოსი - 3 ვაკანსია

მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
  • მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
  • დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
  • ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
  • ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
  • მართვის მოწმობის ქონა. 
  • ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
  • სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები. 

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
  • აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
  • დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
  • ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში); ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი ვადის 3 თვის განმავლობაში -  1000 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).

ელექტრიკოსი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება. სპეციალობა - ელექტრიკოსი.
  • ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ელექტრო მოწყობილობების ხარვეზების აღმოფხვრის, ელექტრო მოწყობილობების შეკეთების, მონტაჟისა და რეგულირების გამოცდილება.
  • ელექტრო სქემების კითხვის უნარი.
  • ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
  • ქართული და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ცოდნა.
  • ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • სერვისული მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების სათანადო მდგომარეობისა და საიმედო, უპრობლემოდ მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ახალი ელექტრო ქსელების მონტაჟი.
  • ყველა სახის მრიცხველის აღრიცხვა, ამორტიზაციის კონტროლი. 
  • ელექტრონაწილების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული უზრუნველყოფის კონტროლი.
  • მინდობილ ტერიტორიებზე დამხმარე სამუშაოების შესრულება. 

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში); ხელფასი - 1200 ლარი ხელზე,  გამოსაცდელი ვადის 3 თვის განმავლობაში -  1000 ლარი ხელზე.

პირობები ყველა ვაკანსიისთვის: 
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:  ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე:  viktoriya.kovalenko@caucasianpet.com