სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: მექანიკოსი / ელექტრიკოსი
მექანიკოსი - 3 ვაკანსია
მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
- მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
- დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
- ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
- ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
- მართვის მოწმობის ქონა.
- ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
- სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
- აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
- ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
- დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
- ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში); ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი ვადის 3 თვის განმავლობაში - 1000 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).
ელექტრიკოსი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება. სპეციალობა - ელექტრიკოსი.
- ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ელექტრო მოწყობილობების ხარვეზების აღმოფხვრის, ელექტრო მოწყობილობების შეკეთების, მონტაჟისა და რეგულირების გამოცდილება.
- ელექტრო სქემების კითხვის უნარი.
- ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
- ქართული და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ცოდნა.
- ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სერვისული მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების სათანადო მდგომარეობისა და საიმედო, უპრობლემოდ მუშაობის უზრუნველყოფა.
- ახალი ელექტრო ქსელების მონტაჟი.
- ყველა სახის მრიცხველის აღრიცხვა, ამორტიზაციის კონტროლი.
- ელექტრონაწილების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული უზრუნველყოფის კონტროლი.
- მინდობილ ტერიტორიებზე დამხმარე სამუშაოების შესრულება.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში); ხელფასი - 1200 ლარი ხელზე, გამოსაცდელი ვადის 3 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე.
პირობები ყველა ვაკანსიისთვის:
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).