კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
თარიღები: 17 იან - 14 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@global-erty.net
სატელეკომუნიკაციო კომპანია s.s. გლობალ ერთი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ #6, 
ანაზღაურება  900 ლარი; 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათები: 10.00 -19.00; შესვენება 1 საათი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:
  • აბონენტებისგან (იურიდიული პირებისგან)  შემოსული მოთხოვნების ასახვა ბაზაში, მოთხოვნის დამუშავება და მისი გადაჭრა;
  • შემოსული პრობლემების მოგვარების  1 საფეხურის უზრუნველყოფა - ინფორმაციის მიღება და დაუყონებლივ გადაცემა შესაბამის სამსახურზე;
  • აბონენტებისთვის ინფორმაციის და სათანადო დოკუმენტაციის მიწოდება  ელექტრონული გზით;
  • აბონენტებისთვის გაწეულ  სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე დარიცხული თანხის გადახდის კონტროლი; 
  • შემოსულ ზარებზე  პასუხის გაცემა მომსახურებასთან დაკავშირებით;
  • ზარების განხორციელება მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით; 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, არაუგვიანეს 2025 წლის 16 თებერვლისა, შემდეგ მისამართზე: hr@global-erty.net  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: იურიდიულ პირთა მომსახურების სპეციალისტი 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით  თქვენ თანხმობას აცხადებთ და გვაძლევთ  უფლებამოსილებას დავამუშაოთ 
მოწოდებული ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!