ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი
კომპანია: eMoney (სს ,,იმანი ჯორჯია’’)
ფინანსური კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია სთავაზობს დასაქმებულს ჯანსაღ სამუშაო გარემოს და სხვადასხვა ბენეფიტებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ელექტრონული საფულის მართვა და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისების მომხმარებლისთვის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.
ძირითადი მოვალეობები:
- ტრანზაქციების გადამოწმება/დამუშავება/გაუქმება/აღდგენა;
- ქოლ-ცენტრის მიერ დაფიქსირებული პრობლემების/საკითხების მოგვარება;
- პრობლემის/დავალების შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა/დაფიქსირება;
- სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული დავალებების შესრულება;
- იურდიულ პირებთან კომუნიკაცია ელ. ფოსტის საშუალებით;
- ვერიფიკაციების-შემოწმება/დადასტურება/უარყოფა;
- პარტნიორ კომპანიებთან მიმოწერა, საკითხის დაფიქსირება/მოგვარება;
- ყოველთვიური შედარებებისას ხარვეზის აღმოცენის შემთხვევაში ტრანზაქციების დაკორექტირება;
- საფორთის მიერ მოწოდებული დოკუმენტების ატვირთვა და მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შევსება, დადასტურება და ა.შ.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა);
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
(ოფიციალურ უქმე დღეებში დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, დამატებითი ანაზღაურებით)
ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- სტაბილურ ანაზღაურებას.
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე hr@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს ,,იმანი-ჯორჯია’’ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.