შესყიდვების მენეჯერი სასტუმროების მიმართულებით
1xP PRIORITY HPM
თარიღები: 16 იან - 14 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ შესყიდვების მენეჯერს სასტუმროების მიმართულებით და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • ნაშთებისა და მარაგების კონტროლი/მონიტორინგი;
  • შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
  • ბაზრის კვლევის და მომწოდებელთა ბაზების მართვა;
  • პროექტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავების პროცესის მართვა;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
  • მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან;
  • იმპორტული საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
  • შერჩეული კანდიდატი, ასევე მხარს დაუჭერს კომპანიას შესყიდვების პრაქტიკისა და მიდგომების გაუმჯობესებაში და იმუშავებს, როგორც გუნდის წევრი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან დაახლოებულ სფეროში;
  • აუცილებელია სასტუმროს  შესყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „შესყიდვების მენეჯერი.“

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

გისურვებთ წარმატებას!