უფროსი ტექნიკური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი HPM
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი: ტექნიკური დირექტორი/CTO
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად ჩვენ ვეძებთ უფროს ტექნიკურ მენეჯერს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ფუნქციები:
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება;
  • სამშენებლო და საინჟინრო პროცესის მართვა და გადაწყვეტილებების მიღება;
  • სამშენებლო პროცესის მეთოდოლოგიის შემუშავება და ტექნოლოგიური ციკლის განსაზღვრა;
  • სამშენებლო მასალების, პროცესების  და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლის მექანიზმების შექმნა და დანერგვა;
  • პროექტების განვითარების ყველა ეტაპზე, ჩართული სტრუქტურების (როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების) კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროექტების განხორციელების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების ადრეული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების შეჯერება ჩართულ მხარეებთან;
  • საჭირო რესურსების განკარგვა, ბიუჯეტის სწორად დასაგეგმად;
  • მშენებლობის პროგრესის შეფასება და რეგულარული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება, სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სოიფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში 
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: უფროსი ტექნიკური მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.