დანადგარის მთავარი ოპერატორი
თარიღები: 16 იან - 14 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@coffeesta.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 551553303
საკონდიტრო საწარმო „ჯორჯიან ბეიქერს“-ი აცხადებს ვაკანსიას „დანადგარის მთავარი ოპერატორი“-ს პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული 08:00 – 18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგ პლაზა“-ს მ/ტ ჯუმბერ ლეჟავას 22;
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია გამოცდილება საწარმო დანადგართან;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიტუაციის შესაბამისად სწრაფად რეაგირების და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
  • კვების საწარმოებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალებები:
  • დანადგარის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დანადგარის დაზიანების შემთხვევაში დროულად რეაგირება;
  • საწარმოო ხაზის გაუმართაობის, წუნდებული პროდუქციის აღმოჩენის ან რაიმე სხვა პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება;
  • ხაზის მართვის პანელთან და მზა პროდუქციის შესაფუთ დანადგარებთან მუშაობა და კონტროლის განხორციელება (ტემპერატურა, სიჩქარე და სხვა.);
  • კომპანიაში დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მართვა (ჩანაწერების წარმოება, გადამოწმება);
  • დანადგარის დასუფთავება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551553303
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

„ჯორჯიან ბეიქერსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.