საბანკო პროდუქტების განყოფილების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას საბანკო პროდუქტების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათავო ოფისი 

ფუნქციები და მოვალეობები:
  • შესათანხმებელი/დასაზუსტებელი საკითხების შესაბამის დაკავშირებულ მხარეებთან განხილვა/კოორდინაცია;
  • პროდუქტის კონცეფციის შემუშავება და პიჩინგი;
  • პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლების ინფორმირება/ტრენინგი;
  • ბიზნესმოთხოვნის / პროექტის ანალიზი, შესაბამისი აღწერილობისა (მათ შორის ტექნიკური აღწერილობის) ან/და რეკომენდაციის მომზადება;
  • პროდუქტის მუდმივი მონიტორინგი და მის განვითარებაზე ზრუნვა;
  • ბიზნესსტრუქტურებთან მუდმივი კომუნიკაცია, დავალების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა;
  • ბიზნესსტრუქტურებთან შეხვედრების ინიცირება, შეხვედრაზე გავლილი დეტალების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება;
  • შემუშავებული დავალების შეთანხმება და დადასტურება შესაბამის მხარესთან / მხარეებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად ტესტირების სცენარების განხილვა;
  • შესაბამისი რეპორტების მომზადება; პროდუქტთან დაკავშირებული ბიუჯეტის შედგენა;
  • პროდუქტის სავარაუდო გაყიდვების რეპორტი და პროდუქტის კომერციული მომგებიანობის განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში;
  • საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა (განვითარების ტენდენციების, კონკურენტული გარემოს, პროდუქტების, სერვისებისა და მათი მიწოდების არხების ცოდნა);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მონაცემების ანალიზის და ტენდენციების იდენტიფიცირების უნარი;
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge;
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 16 თებერვალი.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.