სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას საბანკო პროდუქტების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- შესათანხმებელი/დასაზუსტებელი საკითხების შესაბამის დაკავშირებულ მხარეებთან განხილვა/კოორდინაცია;
- პროდუქტის კონცეფციის შემუშავება და პიჩინგი;
- პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლების ინფორმირება/ტრენინგი;
- ბიზნესმოთხოვნის / პროექტის ანალიზი, შესაბამისი აღწერილობისა (მათ შორის ტექნიკური აღწერილობის) ან/და რეკომენდაციის მომზადება;
- პროდუქტის მუდმივი მონიტორინგი და მის განვითარებაზე ზრუნვა;
- ბიზნესსტრუქტურებთან მუდმივი კომუნიკაცია, დავალების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა;
- ბიზნესსტრუქტურებთან შეხვედრების ინიცირება, შეხვედრაზე გავლილი დეტალების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება;
- შემუშავებული დავალების შეთანხმება და დადასტურება შესაბამის მხარესთან / მხარეებთან;
- საჭიროების შემთხვევაში ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად ტესტირების სცენარების განხილვა;
- შესაბამისი რეპორტების მომზადება; პროდუქტთან დაკავშირებული ბიუჯეტის შედგენა;
- პროდუქტის სავარაუდო გაყიდვების რეპორტი და პროდუქტის კომერციული მომგებიანობის განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში;
- საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა (განვითარების ტენდენციების, კონკურენტული გარემოს, პროდუქტების, სერვისებისა და მათი მიწოდების არხების ცოდნა);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მონაცემების ანალიზის და ტენდენციების იდენტიფიცირების უნარი;
- კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 16 თებერვალი.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.