საბითუმო გაყიდვების მენეჯერი B2B/B2C
2xP PRIORITY W8Shipping Georgia
თარიღები: 16 იან - 14 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B) საბითუმო ვაჭრობა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: geinfo@w8shippingge.com
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია W8 Shipping Georgia ეძებს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ -საბითუმო გაყიდვების მენეჯერს B2B/B2C!  

W8 Shipping Georgia, უმსხვილესი ავტო აუქციონის, “Copart” ავტორიზებული წარმოამდგენლობაა საქართველოში. 

საინტერესო დეტალები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი
  • ანაზღაურება: ანაზღაურება 3000 ლარი (ფიქსირებული 1500; საშუალოდ გამომუშავებული ბონუსი -1500 ლარი)

ძირითადი მოვალეობები:
  • ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავტომობილების/მოტოციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვები;
  • მიზნობრივი/პოტენციური მოხმარებლების მოზიდვა; მოხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
  • მოხმარებელების ბაზის გაფართოვება;
  • კონკურენტი კომპანიების მუდმივი მონიტორინგი;
  • შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მოხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე;
  • კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება, 
  • გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში ლოჯისტიკისა და აშშ აუქციონების Copart/IAAI მიმართულებით;
  • ქართული, რუსული და სასურველია ინგლისური ენების სასაუბრო და საქმიანი მიმოწერის დონეზე ცოდნა; სომხური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • საქმის პრიორიტეტებად განაწილება, დროის მართვის უნარი;
  • ზრდაზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ
  • კარიერულ ზრდას;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
  • სასიამოვნო და კომპორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალურ ტრეინინგს სამუშაოს დაწყებამდე;
  • სამედიცინო დაზღვევას;

გასაუბრება შედგება შემდეგი ეტაპებისგან
  • გასაუბრება
  • ტესტირება

თუ ზემოაღნიშულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: geinfo@w8shippingge.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საბითუმო გაყიდვების მენეჯერი B2B/B2C
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.