"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის მარტში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის.
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სატვირთო მანქანებიდან, კონტეინერებიდან ან/და ვაგონებიდან ტვირთის გადმოტვირთვა ან დატვირთვა, შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით.
- ტვირთის გადაადგილება დადგენილ ადგილებში.
- გასაგზავნი ტვირთის მომზადება და შეფუთვა.
- ტვირთის ფიზიკური დათვლა მიღების, შენახვისა და გაგზავნის პროცესში.
- ტვირთის დოკუმენტური და ფიზიკური გადამოწმება, შეუსაბამობის ან/და დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- ინვენტარის ჩანაწერების განახლება ზედამხედველის მითითებების მიხედვით.
- ტვირთის შემოწმება მიღებისა და გაგზავნის დროს, არსებული შიდა სტანდარტების მიხედვით.
- შეფუთვის, მარკირებისა და დალუქვის მთლიანობისა და სიზუსტის შემოწმება.
- ზედამხედველისთვის დაზიანებული ან შეუსაბამო ტვირთის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- საწყობის ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
- ტვირთის შენახვა ისე, რომ სივრცის გამოყენება იყოს ოპტიმალური და შესაბამისობაში იყოს უსაფრთხოების რეგულაციებთან.
- საფრთხის ეჭვის შესახებ დროული ინფორმირება საწყობის მენეჯერისა და საწყობის ოპერაცისების ხედმახედველის.
- შრომისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენება.
- ტვირთის დამუშავებისას საბაჟოსა და მშრალი პორტის ადმინისტრაციული მოთხოვნების დაცვა.
- საგანგებო მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
- სატრანსპორტო ცნობარებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების მომზადებაში ჩართულობა.
- ტვირთისა და სათავსოების მდებარეობის ზუსტი მარკირების უზრუნველყოფა.
- ჩანაწერების განახლებისა და აუდიტისთვის მზადყოფნის შენარჩუნებისათვის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა.
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა:
- მონაწილეობს სამუშაო ადგილის რისკების შეფასების პროცესებში.
- იცავს უსაფრთხოების წესებს და იყენებს ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს (PPE).
- რეგულარულად ამოწმებს აღჭურვილობასა და სამუშაო გარემოს.
- ინციდენტებისა ან უსაფრთხოების დარღვევების შესახებ სწრაფი რეაგირება და შესაბამის დეპარტამენტის ინფორმირება.
- ხელს უწყობს შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარებას სამუშაო ადგილზე.
კვალიფიკაცია და უნარჩვევები:
- საშუალო განათლება.
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საწყობის ოპერაციებში ან ლოგისტიკაში.
- ორგანიზაციის სხვადასხვა დონეებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი.
- გუნდური მართვის ძლიერი უნარები.
- კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@tbilisidryport.com გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 თებერვალი
გისურვებთ წარმატებას!