საწყობის ოპერაციების ზედამხედველი
თარიღები: 16 იან - 14 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@tbilisidryport.com
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის მარტში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. 
 
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული. 
 
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას  საწყობის ოპერაციების ზედამხედველის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • დასამუშავებელი და დამუშავებული ტვირთის  ფიზიკური და პროგრამული აღრიცხვა.  
  • საწყობის ოპერაციების მონიტორინგი, შიდა რეგულაციების შესაბამისად, ტვირთის რაოდენობისა და ტიპის გათვალისწინებით. 
  • საჭიროებისამებრ საწყობის მენეჯერისთვის რეპორტის წარდგენა.  
  • ტვირთის მიღება-გადაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, შიდა რეგულაციების  გათვალისწინებით. 
  • ტვირთის ზუსტი აღრიცხვა და პროცესის ზედამხედველობა. 
  • ტვირთის დამუშავების დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებების, ზედმეტობისა და დაზიანებების შესახებ საწყობის მენეჯერის ინფორმირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. 
  • კონტეინერებისა და ვაგონების დამღა/პლომბის მთლიანობისა და ნომრების შემოწმება. 
  • დამუშავებული კონტეინერების ან ვაგონების დალუქვა და პროგრამული აღრიცხვა.  
  • დახურულ საწყობში არსებული ტვირთების პერიოდული არწერის დაგეგმარება და აღსრულება. 
  • ტვირთების მარკირებისა და შეფუთვის მთლიანობის შემოწმება. 
  • ტვირთის დაკარგვის, დაზიანებისა და გაფუჭების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების შემუშავება. 
  • საწყობის არსებული არჭურვილობების შენახვა და მოვლა.  
  • საწყობის სისუფთავისა და უსაფრთხოების დაცვა. 
  • შრომისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. 
  • გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ მენეჯერის ინფორმირება და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება. 
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა: 
  • მონაწილეობს სამუშაო ადგილის რისკების შეფასების პროცესებში. 
  • იცავს უსაფრთხოების წესებს და იყენებს ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს (PPE). 
  • რეგულარულად ამოწმებს აღჭურვილობასა და სამუშაო გარემოს. 
  • ინციდენტებისა ან უსაფრთხოების დარღვევების შესახებ სწრაფი რეაგირება და შესაბამის დეპარტამენტის ინფორმირება. 
  • ხელს უწყობს შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარებას სამუშაო ადგილზე. 
 
კვალიფიკაცია და უნარჩვევები: 
  • საშუალო განათლება. 
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება საწყობის ოპერაციებში ან ლოგისტიკაში. 
  • გუნდის წევრებთან და სხვა დეპარტამენტებთან  თანამშრომლობის უნარი. 
  • გამოცდილება საწყობის მართვისა და ლოგისტიკურ პროგრამებში (სასურველია). 
  • პრობლემების არსებობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და მათი გადაჭრის უნარები. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@tbilisidryport.com  გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. 
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 თებერვალი 
გისურვებთ წარმატებას!