თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2024 წლის მარტში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას საკონტეინერო მოედნის ოპერატორის პოზიციაზე .
პოზიციის შესახებ: საკონტეინერო მოედნის ოპერატორის ძირითადი მოვალეობებია მონაწილეობის მიღება საბაჟო საკონტეინერო ტერმინალის საწყობში კონტეინერების მიღება-გაცემაში.
დეპარტამენტის შესახებ:
საკონტეინერო მოედნის ოპერატორი ექვემდებარება ტერმინალის ცვლის უფროსს, მჭიდროდ თანამშრომლობს გამშვები პუნქტის ოპერატორთან, საწყობის ოპერატორთან.
გამოცდილება და უნარები:
- საშუალო განათლება
- მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
- ტვირთთან/კონტეინერთან მუშაობის წესების ზოგადი ცოდნა,
- ტვირთამწე მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლოატაციის შესახებ ინსტრუქტაჟი
- ტვირთამწე ტექნიკის საერთო ტექნიკური მახასიათებლები (ტვირთამწეობა, მუშაობის საერთო პრინციპები, ძირითადი კვანძები, უსაფრთხოების ხელსაწყოების დანიშნულება, უსაფრთხო ექსპლოატაციის ძირითადი წესები);
- ტვირთსატაცი მექანიზმების შერჩევა გადასატანი ტვირთის წონისა და მახასიათებლების მიხედვით;
- კონტეინერების დასაწყობების წესები მათი ტიპის, წონისა და სხვა მახასიათებლების შესაბამისად;
- ამწის მემანქანესთან სიგნალების გაცვლის დადგენილი წესები;
ფუნქცია-მოვალეობები:
- აწარმოოს გასაცემი კონტეინერის დათვალიერება და ნებისმიერი სახის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ტერმინალის მენეჯერს;
- აწარმოოს ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები მხოლოდ საკონტეინერო ტერმინალის მენეჯერის ან ცვლის უფროსის მიერ დადასტურებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში;
- აწარმოოს კონტეინერების დასაწყობება მხოლოდ ტერმინალის მენეჯერის ან ცვლის უფროსის მიერ განსაზღვრულ ზონაში;
- ტვირთამწე ტექნიკის გამოყენების საშუალებით ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოებისას მკაცრად დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები და ნორმები;
- გადამტვირთავი მანქანების საშუალებით ტვირთის გადაადგილების ზონაში არ დაუშვას ის პირები, რომელთაც უშუალო კავშირი არ აქვთ წარმოებულ სამუშაოსთან;
- არ დაუშვას ავტომობილების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა, თუ მანქანის ძარაში ან მისაბმელზე (ნახევარმისაბმელზე) იმყოფებიან ადამიანები;
- აკრძალოს მუშების ყოფნა სარკინიგზო პლატფორმაზე კონტეინერების აწევა-დაწევისას;
- შეწყვიტოს ტვირთამწე მანქანების მუშაობა: არასაკმარისი განათების, ძლიერი თოვისა და ნისლის დროს, როდესაც გადამტვირთავი მანქანის ოპერატორი რთულად არჩევს მასზე მიცემულ სიგნალებს, აგრეთვე, როდესაც ცუდად ჩანს გადასაადგილებელი კონტეინერი/ტვირთი;
- თვალყური ადევნოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოება და კონტეინერის/ტვირთის დაცულობა. დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის უფროსს და საკონტეინერო ტერმინალის მენეჯერს და შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერს სამუშაოების წარმოების ან კონტეინერის/ტვირთის დაცულობის უსაფრთხოების დარღვევის საშიშროების წარმოშობის ან შესაძლო წარმოშობის შესახებ;
- კონტეინერის გადაადგილების კორექტირების აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს სპეციალური მანიშნებელი;
- შეასრულოს ცვლის უფროსის და საკონტეინერო ტერმინალის მენეჯერის სხვადასხვა დავალებები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩატვირთა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზაციასთან და საწყობში კონტეინერების/ტვირთის აღრიცხვასთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@tbilisidryport.com . გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის
მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 თებერვალი.
გისურვებთ წარმატებას!